,,ტაკო" ქათმით

12 ოქტ 2019 |

ხომ გახსოვთ მექსიკური ,,ტაკოები" საქონლის ხორცით რომ მოვამზადეთ? მოდით ახლა ქათმით ჩავანაცვლოთ(ეს მაინც ჩემი ფავორიტია). მოამარაგეთ ბოსტნეული, ყველი და ქათმის ხორცი. რა ჯობია შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გემრიელ ,,ფიესტას"?

ინგრედიენტები

4 ცალი ,,ტაკოსთვის"

,,ტაკოს" ფირფიტები - ტორტია

მომზადება

პირველ რიგში ვათბობ ,,ტორტიას"(შეგიძლიათ არ გაათბოთ). პატარა კუბებად ან სიგრძეებად ვჭრი ქათმის ხორცს და ვანაწილებ. ნახევარმთვარეების ფორმაზე თხლად ვჭრი ავოკადოს, კუბებად ვჭრი პომიდორს და მათაც ვათავსებ ქათამთან ერთად, ვაყრი ჰოლანდიურ ყველს, ქინძს, და სოუსს. მოვკეცავ და viola!


როგორ მოამზადოთ ,,ტორტია" სახლის პირობებში?

საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი; შემდეგ ხელით შეაზილეთ ქონი. ბოლოს კი თბილი წყლით მოზილეთ ვიდრე არ მიიღებთ ცომის ერთიან მასას. გადაიტანეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, დაჭერით 8 ნაწილად, თითოეულს გადააფარეთ ცელოფანი და დაასვენეთ 20 წუთი. გააბრტყელეთ ცომი და მიაღებინეთ მრგვალი ფორმა. გააცხელეთ დიდი ტაფა და გამოაცხვეთ ვიდრე ორივე მხარეს არ მიიღებთ ოქროსფერს. გადაიტანეთ მზა ფირფიტები თეფშზე და გადააფარეთ ნაჭერი რომ დიდხანს შეინახოთ თბილად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.